ხაშურში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე თავის არეში დაჭრა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მასმედიის ინფორმაციით, ქალს ყოფილ ქმართან განქორწინების პროცესი ჰქონდა დაწყებული.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ხაშურში ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა ე.წ. ხიდგაღმა უბანში რამდენიმე საათის წინ მოხდა.

პატრული - Sputnik საქართველო
აგარაში მამაკაცმა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მეზობელი მოკლა, ხოლო ცოლი დაჭრა

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა 30 წლამდე ქალს ეჭვიანობის ნიადაგზე სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა.

თავის არეში დაჭრილი ქალი მძიმე დაზიანებებით ხაშურის კლინიკაშია გადაყვანილი, ამ დროისთვის მას სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

ქართული მასმედიის ინფორმაციით, ქალს ყოფილ ქმართან განქორწინების პროცესი ჰქონდა დაწყებული და ქმარი ბავშვებს უმალავდა. სწორედ ბავშვების ნახვის და წამოყვანის საკითხს უკავშირდება აღნიშნული კონფლიქტი, რა დროსაც მამაკაცმა სანადირო თოფი გამოიყენა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამ დროისთვის ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით („განზრახ მკვლელობის მცდელობა“) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0