00:18 05 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6021
  • 100 RUB4.1678
  • USD3.0719
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
37201

ხაშურში ახალგაზრდა ქალს ყოფილმა მეუღლემ რამდენჯერმე ესროლა და შემდეგ კონდახითაც სცემა.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ყოფილი ქმრის მიერ ნაცემი ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალს თავის არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული.

„30 წლის ქალი თავის არეში დაზიანებით კომატოზურ მდგომარეობაში შემოიყვანეს. პაციენტს აღენიშნებოდა ქალა-სარქვლის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ინტრაცერებლური სისხლჩაქცევითა და სისხლის დიდი დანაკარგით. გამოვლინდა ტვინის შეშუპებაც. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციაში, მართვით სუნთქვის აპარატზე. სიმპტომური მკურნალობის მიუხედავად პაციენტი გარდაიცვალა“, – განაცხადა საავადმყოფოს ექიმმა თეა კორკოტაძემ.

ხაშურში ახალგაზრდა ქალს ყოფილმა მეუღლემ რამდენჯერმე ესროლა, შემდეგ კი იარაღის კონდახით სცემა.

შემთხვევა ხაშურში, ე.წ. ხიდგაღმა უბანში დღეს მოხდა.

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა დაზარალებულის სამსახურში – მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში, სავარაუდოდ, ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა. მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამნაღმველები ამ დრომდე მუშაობენ.

ქართული მასმედიის ინფორმაციით, ქალს ყოფილ ქმართან განქორწინების პროცესი ჰქონდა დაწყებული და ქმარი ბავშვებს უმალავდა. სწორედ ბავშვის ნახვის და წამოყვანის საკითხს უკავშირდებოდა აღნიშნული კონფლიქტი, რა დროსაც მამაკაცმა სანადირო თოფი გამოიყენა.

გამოძება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს („განზრახ მკვლელობა“), რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი თემები