თბილისში მამაკაცმა საკუთარ ცოლს ესროლა

© Flickr / Peretz PartenskyPistol with ammunition
Pistol with ammunition - Sputnik საქართველო
გამოწერა
მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაჭრილი ქალბატონი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თბილისი, 6 ივნისი – Sputnik.  ისნის რაიონში მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარი მეუღლე დაჭრა.

ინციდენტი გარე კახეთის ქუჩაზე მდებარე სასტუმროში მოხდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალბატონი სასტუმროს თანამშრომელია, იუწყება ტელეარხი „იმედი“.

ამჟამად ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების შეფასებით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. მიმდინარეობს მომხდარის მოტივების დადგენა. დაკავებულია თუ არა დამნაშავე, ამას შს სამინისტროში არ აკონკრეტებენ.

სასტუმროს თანამშრომლები დაკითხვაზე იმყოფებიან.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „განზრახ მკვლელობის მცდელობა“, რაც თავისუფლების აღკვეთის 7-დან 15 წლამდე ვადით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0