თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოფელში 50 წლის მამაკაცი ხუთი წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების გამო დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
ბრალდებული გარყვნილ ქმედებას მცირეწლოვან ბავშვთან ახდენდა და აიძულებდა მას შეხებოდა.
მას შემდეგ, რაც ბავშვმა მომხდარის შესახებ დედას უამბო, ფაქტი გახმაურდა და მამაკაცი დააკავეს. დედამ კი მცირეწლოვანი შვილები სოფელს გაარიდა და საცხოვრებლად მშობლების სახლში გადავიდა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული ერთხელ უკვე ნასამართლევია. მას ბავშვის დედასთან კამათი მოუვიდა და მომხდარი სწორედ ამ მუქარას უკავშირდება.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს და 5-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.