გაფლანგული მილიონები: აჭარაში ყოფილი მაღალჩინოსნების ნაწილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსამართლემ 100-100 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ აჭარაში მილიონების გაფლანგვის საქმის ოთხი ფიგურანტი გაათავისუფლა.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის შვიდიდან ოთხი მაღალჩინოსანი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, იუწყება პირველი არხი.

როგორც ცნობილია, პროკურატურამ ყოფილი მაღალჩინოსნები მაისის ბოლოს „იაფი სახლის" პროექტთან დაკავშირებით დააკავა. გამოძიება მათ 1,4 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.

ნათია სონღულაშვილი: დაკავებულია შვიდი მაღალჩინოსანი>>

სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბაგრატ მანველიძე, ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების ყოფილი უფროსი ბაგრატ ხალვაში, ბათუმის მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხინთიბიძე და ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე 100-100 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ბათუმის მერია - Sputnik საქართველო
ბათუმში მაღალჩინოსნები დააკავეს: დაკავებულია ვიცე-მერი და ექს-მერი

საპატიმროში რჩებიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე არჩილ ვანაძე და ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე.

საქმის დეტალები

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2015 წლის 9 ოქტომბერს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი პროექტ „იაფი სახლის" ფარგლებში საცხოვრისის მშენებლობაზე. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს ზემოხსენებულმა პირებმა, რომლებიც იმ დროს ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი კომისიის წევრები იყვნენ და მერიაში სხვადასხვა თანამდებობაზე მსახურობდნენ.

პროკურატურა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობით დაინტერესდა>>

ტენდერის პირობების თანახმად, შენობების მშენებლობისას უნდა გამოეყენებინათ მსუბუქი ფოლადისგან დამზადებული თხელი კონსტრუქციები. ამასთან, ტენდერის გამოცხადებამდე კომისიის წევრებმა იცოდნენ, რომ მსგავს შენობებს აშენებდა საქართველოში დარეგისტრირებული მხოლოდ ერთი კომპანია, რომელსაც ასეთი პროექტის განხორციელება ადრეც შესთავაზეს.

ტენდერი გამოცხადდა ბაზრის ფასების კვლევის გარეშე, მხოლოდ ხსენებული კომპანიის საპროექტო და საანგარიშო დოკუმენტაციის საფუძველზე.

შედეგად, ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა კომპანიამ – Convent Georgia-მ, რომელიც უცხოური საწარმოს ფილიალია.

ციხის დერეფანი - Sputnik საქართველო
ბათუმის ყოფილ მერს და სხვა მაღალჩინოსნებს პატიმრობა შეეფარდა

გამოძიების ცნობით, ტენდერში კომპანია Convent Georgia-მ გაიმარჯვა. მან თანხა მას შემდეგ მიიღო, რაც კომისიას წარუდგინა შეთანხმების საბანკო უზრუნველყოფის გარანტია, რომელიც ლონდონში დარეგისტრირებულმა Point Bank LTD-მ გასცა. როგორც პროკურატურამ გამოარკვია, Point Bank LTD არ არის ბანკი, უფრო მეტიც, იგი არააქტიური კომპანიაა.

ტენდერში გამარჯვებულის გამოცხადების შემდეგ ბათუმის მაშინდელმა მერმა გიორგი ერმაკოვმა არჩილ ვანაძეს, საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს დაავალა Point Bank LTD-ს საიმედოობის, გადახდისუნარიანობისა და რეიტინგის შესწავლა. ამ უკანასკნელმა გაარკვია, რომ კომპანიას რეიტინგი არ ჰქონდა.

იმავდროულად ბათუმის მერიამ მიიღო საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ საბანკო გარანტია უნდა გაეცა მხოლოდ საიმედო საერთაშორისო ან ქართულ კომერციულ ბანკს.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიკროფონი - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს 50 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

პროკურატურის მტკიცებით, ერმაკოვმა და სატენდერო კომისიის წევრებმა უგულებელყვეს ეროვნული ბანკის რჩევა და ნაცვლად იმისა, რომ დაეცვათ სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები, შეეჩერებინათ ტენდერი და არ გაეფორმებინათ ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Convent Georgiа-სთან, ეს ნაბიჯი მაინც გადადგეს. ხელშეკრულება 4,3 მილიონი ლარის ოდენობის თანხაზე გაფორმდა.

ამის შემდეგ Convent Georgiа-მ მერიას Point Bank LTD-ს მიერ გაცემული საბანკო გარანტია წარუდგინა.

მიუხედავად იმისა, რომ ეგარსლან ლომაძემ (მერიის ფინანსური სამსახურის ყოფილი უფროსი) და მისმა მოადგილე არჩილ ვანაძემ იცოდნენ, რომ Point Bank LTD ბანკი არ იყო და მის მიერ გაცემული საბანკო გარანტია საიმედო საბუთს არ წარმოადგენდა, მაინც გადარიცხეს Convent Georgiа-ს ანგარიშზე 1,6 მილიონი ლარი ავანსის სახით.

კომპანიამ, თავის მხრივ, შეასრულა მხოლოდ 251,1 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო. შედეგად, მუნიციპალიტეტმა სერიოზულად იზარალა.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – „სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა" და „სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება". დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ყველა ახალი ამბავი
0