პოლიციამ საქართველოში ნარკოტიკების შემოტანისთვის ორი ქალი დააკავა

© photo: Sputnikპოლიციელი
პოლიციელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულებს აღმოაჩნდათ სუბუტექსი, მეტადონი, ამფეტამინები, ჰაშიში და სხვა ნარკოტიკები.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და ქვეყანაში შემოტანისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მგზავრები - Sputnik საქართველო
16 კგ მარიხუანა – თბილისში სამხრეთ აფრიკის მოქალაქე დააკავეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთმა ქალმა საზღვარგარეთ 1,5 ათასი აბი სუბუტექსი შეიძინა, ხოლო მეორემ, მისი დავალებით, აკრძალული საქონელი საქართველოში შემოიტანა.

ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ბუპრენორფინის შემცველი სუბუტექსი ამოიღო, ხოლო მეორე დაკავებულის სახლიდან – 207 აბი მეტადონი, ამფეტამინის შეკვრა, ჰაშიშის შეკვრა და სხვა ნარკოტიკები. სამართალდამცველებმა ასევე იპოვეს დიდი ოდენობით თანხა.

დაკავებულ ქალებს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელოდებათ.

ყველა ახალი ამბავი
0