16 კგ მარიხუანა – თბილისში სამხრეთ აფრიკის მოქალაქე დააკავეს

გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უცხოეთის მოქალაქეს 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ბრალდებით სამხრეთ აფრიკის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციელი - Sputnik საქართველო
ირანის მოქალაქე სამი კილოგრამი ჰეროინით დააკავეს

უცხოეთის მოქალაქე მაშინ დააკავეს, როდესაც იგი საქართველოში 16 კილოგრამი მარიხუანის შემოტანას ცდილობდა. საქმის სხვა დეტალები არ საჯაროვდება.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც 15-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიუხედავად ამ მოცულობისა, ეს არ არის ქართველი სამართალდამცველების ყველაზე მსხვილი "ნადავლი". ივნისში შსს-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხრეთ აფრიკის მოქალაქე დააკავა, რომელიც საქართველოში 20 კგ მარიხუანის შემოტანას ცდილობდა. 2019 წლის იანვარში კი საქართველო-სომხეთის საზღვარზე ირანის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც 8,5 კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0