მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

25 ათას ევროდ გაყიდული ბავშვები: საბერძნეთში სამი ქართველი ქალი დააკავეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliხელბორკილებში
ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საინფორმაციო საშუალებები ამტკიცებენ, რომ დანაშაულებრივ დაჯგუფებას საქართველოს მოქალაქეები ხელმძღვანელობდნენ.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საბერძნეთის პოლიციამ, რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, 12 ადამიანი დააკავა ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით, რომელთა შორის სამი ქართველი ქალია, იუწყება ქართული მასმედია ბერძნულ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით.

ბერძნული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ბავშვებით ვაჭრობაში წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი დანაშაულებრივი ჯგუფი მოქმედებდა. გარდა დაკავებული 12 ადამიანისა, დანაშაულებრივ სქემაში დაახლოებით 60 ადამიანი მონაწილეობდა.

დაკავება - Sputnik საქართველო
ბავშვთა ექსპლუატაციის ბრალდებით დაკავებულ ცოლ-ქმარს 20 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებით ვაჭრობის საქმიანობაში შედიოდა „შეკვეთით" დაორსულებაც კი. ისინი თანამშრომლობდნენ ხელოვნური განაყოფიერების ცენტრებთან, სადაც უცხოელი ქალები მიჰყავდათ დასაორსულებლად. თითო ბავშვს შემდეგ 25 ათას ევროდ ყიდდნენ. დაკავებულთა შორის არიან ადვოკატი და ექიმი, რომლებიც ამ ყველაფერს კანონიერ სახეს აძლევდნენ.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, როგორც მედიასაშუალებები იუწყებიან, ისინი ამ დანაშაულებრივ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდნენ.

დაკავებულები თესალონიკის განყოფილებაში არიან გადაყვანილი და მათი საქმის განხილვა პარასკევსა და შაბათს არის დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0