00:10 19 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
რეანიმაციის განყოფილება

მამაკაცი, რომელსაც დოლიძეზე ხე დაეცა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

© photo: Sputnik / Evgeniy Samarin
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (949)
115 0 0

პაციენტს საავადმყოფოში შეყვანის დროს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები თავის ტვინში, ასევე ზედა და ქვედა კიდურების მოტეხილობა

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ხის დაცემის შედეგად დაშავებული მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

პაციენტს საავადმყოფოში შეყვანის დროს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები თავის ტვინში, ასევე ზედა და ქვედა კიდურების მოტეხილობა.

გუშინ, დოლიძის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელიც ორ ადამიანს დაეცა. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მამაკაცი მსუბუქად იყო დაშავებული, მათ თავის მიდამოებში ტრავმები აღენიშნებოდათ. ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი იყო მობილიზებული, რომელმაც დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა და სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანა.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (949)

მთავარი თემები