ბათუმში ნახევარფაბრიკატების საწარმოში პროდუქციას გაურკვეველი ხორცით ამზადებდნენ

© Sputnik / Denis Aslanovბლინები
ბლინები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ნახევარფაბრიკატების საწარმოში ძველი და გაურკვეველი წარმოშობის ხორცი აღმოაჩინეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში 57 ობიექტი შეამოწმა - Sputnik საქართველო
რატომ დაიხურა თბილისში საზკვების 13 ობიექტი

ობიექტში, სადაც ხორციან, ყველიან და კარტოფილიან ბლინებს ამზადებდნენ და ყიდდნენ, ანტისანიტარია იყო. შენობაში დადგმული იყო სათაგურები და ობიექტში სპეციფიური სუნი იყო.

საწარმოში რამდენიმე კილოგრამი დასაწყობებული, გაყინული ხორცი ინახებოდა.

„ნატურალ ფუდს'' სურსათის ეროვნულმა სააგენტოს საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა.

კრიტიკულად ითვლება ის შეუსაბამობა, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს, არსებული პრობლემების აღმოფხვრა კი შეუძლებელია საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე.

სურსათის ეროვნული სააგენტო საზკვების ობიექტების შემოწმებას პერიოდულად ახორციელებს.

კანონმდებლობით, კრიტიკული შეუსაბამობის დროს, მეწარმეს მხოლოდ 1000 ლარის გადახდა უწევს.

ყველა ახალი ამბავი
0