აღმაშენებლის გამზირზე მამაკაცი დაჭრეს

© Sputnik / Alex Shlamovსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ ცხელ კვალზე ერთი ადამიანი დააკავა.

თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მამაკაცი დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ყვირილი და სროლა: თბილისში მამაკაცი დაჭრეს

შემთხვევა დღეს მეტროს სადგურ „მარჯანიშვილთან“ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინცინდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0