თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მამაკაცი დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა დღეს მეტროს სადგურ „მარჯანიშვილთან“ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინცინდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.