მეტროს სადგურ „სამგორში" ჩავარდნილი 21 წლის მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა

© Sputnik / STRINGERსაავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევა თბილისში გუშინ, საღამოს მოხდა.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. მეტროს სადგურ „სამგორში" მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო
მეტროში ახალგაზრდა მამაკაცი ჩავარდა

შემთხვევა თბილისში გუშინ, საღამოს მოხდა.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანისას 21 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

„პაციენტის მდგომარეობა უკიდურესი სიმძიმის იყო. მას აღენიშნებოდა მრავალი ტრავმული დაზიანება: ინტრაპრანიული ტრავმა, ქალასარქვლის მოტეხილობა, კომატუზული მდგომარეობა, ცერებრული შეშუპება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, მარჯვენმხრივი პლევმოთორაქსი, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, მარჯვენა ბარძაყის მოტეხილობა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და ტრავმული ჰემორაგიული შოკი. პაციენტი სწორედ მძიმე ტრავმული დაზიანებების გამო გარდაიცვალა“, – განაცხადა კლინიკის ემერჯენსის ხელმძღვანელმა თეონა ხუნჭუამ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0