20:16 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
ადამიანი კომპიუტერთან

ბათუმში ინტერნეტ-თაღლითი დააკავეს: ბრალდებული მარტიდან იძებნებოდა

Photo: courtesy of Kaspersky Lab
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (526)
112 0 0

დაკავებულმა, ათამდე პირის პერსონალური მონაცემების გამოყენებით აიღო ონლაინ-სესხები, თაღლითურად დაეუფლა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულად თანხას - ჯამში, 56 345 ლარს და მიიმალა.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის მარტიდან კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობისთვის ძებნილი, 1986 წელს დაბადებული ა.ხ. ბათუმში დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა, 2015-2016 წლებში, მოიპოვა ათამდე პირის ნდობა, რის შემდეგაც სხვადასხვა კომერციულ ბანკებში გაახსნევინა ანგარიშები, რის შემდეგაც  თითოეულ ანგარიშზე გაააქტიურებინა ინტერნეტბანკი და გამოართვა საბანკო და სხვა პერსონალური მონაცემები.

ამის შემდეგ, ა.ხ.-მ მათი გამოყენებით აიღო ონლაინ-სესხები, თაღლითურად დაეუფლა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულად თანხას - ჯამში 56 345 ლარს და მიიმალა.

უწყების ინფორმაციით, 2019 წლის მარტში, ბრალდებულს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა, რის შემდეგაც ის ქვეყნის მასშტაბით იძებნებოდა.

პირველ არხზე კიბერშეტევის შედეგად მნიშვნელოვანი ფაილები განადგურდა >>

გამოძიება თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (526)

მთავარი თემები