პირველ არხზე კიბერშეტევის შედეგად მნიშვნელოვანი ფაილები განადგურდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფაქტთან დაკავშირებით პირველმა არხმა შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა.

თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა, იუწყება პირველი არხი.

კიბერშეტევა - Sputnik საქართველო
ჰაკერული შეტევის შემდეგ TV Pirveli ავარიულ რეჟიმში მუშაობს

„კიბერთავდასხმის შედეგად, დღეს მაუწყებლის ქსელში ვირუსი გავრცელდა, რამაც დაშიფრა და გაანადგურა საქართველოს პირველი არხის სერვერებზე არსებული მნიშვნელოვანი ფაილები. ამ დროისთვის მაუწყებლის სხვა სერვერებზე ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება მოხერხდა“, - იუწყება ტელევიზია.

ფაქტთან დაკავშირებით პირველმა არხმა შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა.

აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ ჰაკერებმა ტელეკომპანია TV Pirveli-ს ცენტრალური სერვერი დაავირუსეს, რითაც არხის მუშაობის პარალიზება მოხდა.

ყველა ახალი ამბავი
0