აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე გორთან ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციური ლენტი
პოლიციური ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქ ავტომობილს ხანძარი გაუჩნდა, იუწყება პირველი არხი.

Машина едет по улице - Sputnik საქართველო
თაღლითობის ახალი მეთოდი: თბილისში მანქანის გატაცების ინსცენირება მოხდა

თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი Mercedes-ის მარკის მსუბუქ ავტომობილს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი.

შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების მიზნით თბილისის მიმართულებით ავტომობილების გადაადგილება დროებით შეჩერდა. ცეცხლის ლოკალიზების შემდეგ კი, მოძრაობა კვლავ განახლდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ყველა ახალი ამბავი
0