11 წლამდე პატიმრობა ყალბი ანგარიშ-ფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების გამო

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა ყალბი დოკუმენტებით მატერიალური სარგებლის მიღება სცადა.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოა სამსახურის თანამშრომლებმა საქონლის გადაადგილების წესების დარღვევისა და ყალბი ანგარიშ-ფაქტურის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხელბორკილი - Sputnik საქართველო
საგამოძიებო სამსახურმა 100 მლნ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენება აიცილა თავიდან

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში 41 286 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა შემოიტანეს, რომელიც საბაჟოს საწყობში განათავსეს.

დამნაშავეებმა საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და შესაბამისი საბაჟო გადასახადის გადახდის გარეშე, ყალბი სასაქონლო ზედნადების საშუალებით სამშენებლო მასალა საქართველოში გაასაღეს.

გამოძიება სსკ-ის 214-ე მუხლის მეხუთე და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0