18:47 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
მოსამართლის ჩაქუჩი

„TV პირველის" მფლობელმა მამისთვის დაწესებული გირაო გადაიხადა

© photo: Sputnik / Andrey Starostin
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (576)
77 0 0

სასამართლო ავთანდილ წერეთლის საქმეზე, რომელსაც ბრალად ფულის გათეთრებაში ბანკირების დახმარება ედება, 10 ოქტომბერს დაიწყება.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. დამოუკიდებელი ტელეარხი „TV პირველის" (TV Pirveli) მფლობელმა ვახტანგ (ვატო) წერეთელმა თავისი მამისთვის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის დაწესებული გირაო შეიტანა. წერეთელს ბრალად TBC Bank-ის მეშვეობით ფულის გათეთრებაში დახმარება ედება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" მისმა ადვოკატმა კახა წერეთელმა.

ხაზარაძე: ჩვენ სერიოზულ ძალას ვქმნით, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის>>

თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანიების „სამგორი თრეიდი" და „სამგორი М" დამფუძნებლის ავთანდილ წერეთლის თავისუფლებაში დატოვება 500 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გადაწყვიტა.

„გირაო ავთანდილს არ შეუტანია. გირაოს უზრუნველყოფა მისი ვაჟის უძრავი ქონებით მოხერხდა. გაჟღერდა კითხვა, ხომ არ დაედო ყადაღა ტელევიზიას. არა, ტელევიზიას არა. გამოჩნდა სხვა უძრავი ქონება, რომელსაც ყადაღა დაადეს და ამით გირაო უზრუნველყვეს", – განმარტა ადვოკატმა.

თავად ბიზნესმენი თავიდანვე აცხადებდა, რომ მას ფული არა აქვს, ხოლო შვილის ქონების გირაოში ჩადებას არ აპირებდა.

„ავთანდილი აქტიურ ბიზნესს ჩამოშორებულია. ის მან შვილსა და ნათესავებს გადასცა. შესაბამისად, მას თავად ამ თანხის გადახდის საშუალება არ ჰქონდა", – აღნიშნა ადვოკატმა.

მისი თქმით, გამოძიება 10 ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს, რადგან ამ დღეს პირველი სასამართლო სხდომაა დაგეგმილი.

ვატო წერეთელი ვარაუდობს, რომ მისი მამის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით ხელისუფლება „TV პირველის" სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლას ცდილობს. მისი თქმით, ეს ხდება სწორედ მაშინ, როდესაც ძლიერი ჟურნალისტებისა და მრავალფეროვანი პოლიტიკური გადაცემების წყალობით ტელეარხმა პოპულარობის მოხვეჭა დაიწყო.

სისხლის სამართლის საქმის დეტალები

2008 წლის აპრილსა და მაისში შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16 664 000 აშშ დოლარი. იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე.

2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით, ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.

„თიბისი ბანკს" არ მოუთხოვია 17 მლნ დოლარის დაბრუნება იმათგან, ვინც თავდებში დაუდგა „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს". „თიბისი ბანკმა" ასევე არ ჩამოაჭრა ფული კომპანიებს ანგარიშებიდან და არ ჩამოართვა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება.

17 მლნ დოლარის დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში.

პარალელურად „თიბისი ბანკი" პერიოდულად ათავისუფლებდა იპოთეკისგან ზემოხსენებული ორი კომპანიის მიერ ჩადებულ უძრავ ქონებას.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (576)

მთავარი თემები