„სირცხვილიას" აქტივისტები დაჰკითხეს: როდის დაიკითხება ემზარ კვიციანი

© Sputnik / Shota Nozadzeემზარ კვიციანი
ემზარ კვიციანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატ ემზარ კვიციანის განცხადებით, მას არავინ უცემია, უბრალოდ თავს იცავდა აქციის მონაწილეების თავდასხმისგან.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ ახალგაზრდული მოძრაობა „სირცხვილიას" აქტივისტები დაჰკითხა, რომელთაც თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დროს პარლამენტის დეპუტატთან, ოპოზიციური პარტია „პატრიოტთა ალიანსის" წევრ ემზარ კვიციანთან კონფლიქტი მოუვიდათ.

პატრული - Sputnik საქართველო
კვიციანსა და აქციის მონაწილეებს შორის ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

ინციდენტი 8 სექტემბერს, გიორგი გახარიას მეთაურობით საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების დღეს მოხდა. კვიციანმა მრავალრიცხოვანი ჟურნალისტებისა და ოპერატორების თანდასწრებით აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რომლებიც პარლამენტის შენობიდან გამოსულ დეპუტატს სტვენით შეხვდნენ და „რუსეთის მონა" უწოდეს. ამასთან, კვიციანი შეეცადა ფიზიკურად გასწორებოდა მათ, რაშიც პოლიციამ შეძლებისდაგვარად შეუშალა ხელი. დეპუტატი პოლიციასაც უყვიროდა და სთხოვდა მისთვის ხელი არ შეეშალათ.

„საქართველოს დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის წევრი, რომელსაც ფულს ვუხდით საქართველოს მოქალაქეები, საკუთარ მოქალაქეებსა და ამომრჩეველს არ უნდა სცემდეს ქუჩაში, არ უნდა აგინებდეს. დეტალურად აღვწერე გუშინდელი დღე, თუ როგორ დაგვესხა თავს მშვიდობიან მოქალაქეებს მოძალადე, რომელიც ახლა გვიზის პარლამენტში. ვთვლით, რომ აუცილებელია ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე და დავიწყოთ საუბარი იმაზე, რომ ამ მოძალადე ადამიანს შეუჩერდეს მანდატი. დაუშვებელია ის აგრძელებდეს საპარლამენტო მოღვაწეობას", – აღნიშნა აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან.

მოძრაობა „სირცხვილიას" ერთ-ერთი აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი დაზარალებულის სტატუსით დაიკითხა.

„ეს ადამიანი პირდაპირ ძალადობდა, შესაბამისად, ყველა წესითა და კანონით მისი დაკავება უნდა მოხდეს", – განაცხადა ბერძენიშვილმა. 

© video: SputnikДепутат парламента Квициани устроил потасовку с протестующими - видео
„სირცხვილიას აქტივისტები დაჰკითხეს: როდის დაიკითხება ემზარ კვიციანი - Sputnik საქართველო
Депутат парламента Квициани устроил потасовку с протестующими - видео

თავად კვიციანი პოლიციას ჯერ არ დაუკითხავს. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მას არავინ უცემია, უბრალოდ თავს იცავდა აქციის მონაწილეების თავდასხმისგან. აქცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დამტკიცების წინააღმდეგ იმართებოდა – როგორც 20-21 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებელი პირის. მოძრაობა „სირცხვილია", რომელიც ახალგაზრდებმა დააფუძნეს, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებს ივნისიდან მართავს.

კვიციანის სიტყვებით, მისი პარტია გახარიას მთავრობას მხარს არ უჭერდა და აქციის მონაწილეებმა მას უსამართლოდ მიაყენეს შეურაცხყოფა.

ამასთან სისხლის სამართლის საქმე „ძალადობის" მუხლით უკვე აღიძრა, რაც ითვალისწინებს ორ წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვას ან ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

„პატრიოტთა ალიანი" არის პარტია, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მომხრეა და რომლის დეპუტატებიც პერიოდულად მიემგზავრებიან მოსკოვში და რუს დეპუტატებთან მართავენ შეხვედრებს.

ყველა ახალი ამბავი
0