თბილისში დაკავებული „პატრიოტთა ალიანსის" წევრი გაათავისუფლეს

გამოწერა
ბეჟან გუნავა და პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" კიდევ ორი მომხრე პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ დააკავეს.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრი ბეჟან გუნავა და პარტიის ორი მომხრე, რომლებიც გუშინ თბილისში, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დააკავეს, ხელწერილით გაათავისუფლეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დაპირისპირება რუსთაველზე - დაკავებულია სამი ადამიანი>>

სამივე მათგანი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. ისინი ცდილობდნენ პარლამენტის წინ სცენასთან მისვლას, სადაც იმ მომენტში ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიტინგი იმართებოდა. ამ ტერიტორიაზე გამოჩენის მიზეზად მათ „პატრიოტთა ალიანსის" წევრის, დეპუტატ ემზარ კვიციანის შეურაცხყოფის გაპროტესტების სურვილი დაასახელეს.

ემზარ კვიციანი ინციდენტის დროს - Sputnik საქართველო
ემზარ კვიციანი: ვჯიკაობდი, ხალხისგან ვიცავდი თავს...

პოლიციამ გუნავა და მისი ორი მომხრე სცენისკენ არ გაუშვა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

რაც შეეხება ინციდენტს კვიციანის მონაწილეობით, ის ამ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. როდესაც დეპუტატი პარლამენტის შენობიდან გამოვიდა, მრავალი ჟურნალისტის თანდასწრებით მომიტინგეებს გინება დაუწყო, შეეცადა მათ ფიზიკურად გასწორებოდა, მაგრამ პოლიციამ ეს შეძლებისდაგვარად აღკვეთა. დეპუტატი პოლიციასაც უყვიროდა, რომ გაეშვათ ის.

მოგვიანებით კვიციანმა განაცხადა, რომ მომიტინგეების თავდასხმისგან იცავდა თავს. მისი თქმით, მას სტვენით უსამართლოდ შეხვდნენ, რადგან ის და მისი პარტიელები გახარიას მინისტრთა კაბინეტისთვის მხარდაჭერას არ აპირებდნენ. გუშინ პარლამენტმა გახარია და მისი მინისტრთა კაბინეტი, ასევე სამთავრობო პროგრამა დაამტკიცა. მომიტინგეები სწორედ გახარიას პრემიერ-მინისტრობას აპროტესტებდნენ.

კვიციანსა და აქციის მონაწილეებს შორის ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო>>

ამ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ძალადობის მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ორ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით. ამჟამად კვიციანს დეპუტატის იმუნიტეტი იცავს.

ყველა ახალი ამბავი
0