ემზარ კვიციანი: ვჯიკაობდი, ხალხისგან ვიცავდი თავს...

© Sputnik / Shota Nozadzeემზარ კვიციანი ინციდენტის დროს
ემზარ კვიციანი ინციდენტის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, დეპუტატ  ემზარ კვიციანის  განცხადებით, ის სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებისგან თავს იცავდა

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, დეპუტატ  ემზარ კვიციანის განცხადებით, მას სამოქალაქო მოძრაობა „სირცხილიას“ აქტივისტებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პარლამენტის დეპუტატ ემზარ კვიციანსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა - ვიდეო >>

ემზარ კვიციანი „სირცხვილიას“ აქტივისტებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუპირისპირდა. შენობიდან გამოსულ კვიციანს აქტივისტებმა „რუსეთის მონა“ და „მოღალატე“ უწოდეს, მან კი მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კვიციანი ინციდენტის ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა.

„ჩვენ არ ვაძლევდით დღეს ხმას მთავრობას, ამიტომ ავდექით და წამოვედით პარლამენტიდან... მივდიოდი და დამესხნენ თავს. თავს დამესხნენ სასტვენებით, ცხვრებით და დამიწყეს ლანძღვა-გინება. მე თავი დავიცავი, ფიზიკურად არავის გავსწორებივარ. ვის დავარტყი? როდის დავარტყი? მაჩვენეთ კადრები. მე ცოტა ემოციური ვარ... კანონის დარღვევა თუ იყო, ეს გამოჩნდება. ვჯიკაობდი, ხალხისგან ვიცავდი თავს“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა სპორტის სასახლეში „პატრიოტთა ალიანსის“ ყრილობის დაწყებამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს პარლამენტთან „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატ ემზარ კვიციანისა და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტების მონაწილეობით ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო.

ადა მარშანია - Sputnik საქართველო
ადა მარშანია კვიციანზე : მისი ემოცია მესმის, მაგრამ პასუხს არ ვუწონებ

რაც შეეხება იმას, გამოკითხა თუ არა პოლიციამ კვიციანი, დეპუტატმა უპასუხა: „პოლიციამ წამიყვანა რესტორან „ამრაში“, სოხუმში და იქ ვიქეიფეთ“. 

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დამტკიცების წინააღმდეგ გამოდიან.

კვიციანის პარტიამ ადრე განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას, რამდენადაც მათ გახარიას სამთავრობო პროგრამა არ მოსწონთ, თუმცა, საკანონმდებლო ორგანოდან გამოსულ დეპუტატს აქციის მონაწილეები სტვენით დახვდნენ.

„პატრიოტთა ალიანი" ეს არის პარტია, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მომხრეა და რომლის დეპუტატებიც პერიოდულად მიემგზავრებიან მოსკოვში და რუს დეპუტატებთან მართავენ შეხვედრებს. რაც შეეხება დღევანდელი აქციის მონაწილეებს, ისინი ანტირუსული ლოზუნგებით აქციებს სისტემატურად მართავენ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0