ჩვილის ძებნა გრძელდება: ქალი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია

© photo: Sputnik / Evgeniy Samarin / გადასვლა მედიაბანკშირეანიმაციის განყოფილება
რეანიმაციის განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალის მდგომარეობა, რომელმაც ახალშობილი სავარაუდოდ ნაგვის ურნაში გადააგდო, კვლავ მძიმეა

თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც თბილისში საკუთარ სახლში იმშობიარა და ჩვილი, სავარაუდოდ, ნაგვის ურნაში გადააგდო, ამ დრომდე მძიმეა, ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
შოკისმომგვრელი ამბავი თბილისში: ქალმა თავისი ჩვილი ნაგვის ურნაში გადააგდო

მედიკოსების ინფორმაციით, 35 წლის ქალი თემქის საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს. პაციენტი ისევ რეანიმაციულ განყოფილებაშია და მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. რაც შეეხება ჩვილს, მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ქალი ძლიერი სისხლდენით მეხუთე სამშობიაროში 6 სექტემბერს გადაიყვანეს, მაგრამ რადგან მასთან ერთად ბავშვი არ იყო, მედიკოსებმა სამართალდამცველები გამოიძახეს. მოგვიანებით ქალმა აღიარა, რომ ბავშვი გადააგდო, თუმცა პოლიციელებმა ის ამ დრომდე ვერ იპოვეს.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ.

მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სოციალურად დაუცველია.

ყველა ახალი ამბავი
0