თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. დაახლოებით ორმოცი წლის ქალმა თბილისში საკუთარ სახლში იმშობიარა და ჩვილი, სავარაუდოდ, ნაგვის ურნაში გადააგდო, იუწყება ქართული მასმედია.
ქალი გუშინ ძლიერი სისხლდენით მეხუთე სამშობიაროში გადაიყვანეს, მაგრამ რადგან მასთან ერთად ბავშვი არ იყო, მედიკოსებმა სამართალდამცველები გამოიძახეს.
მოგვიანებით ქალმა აღიარა, რომ ბავშვი გადააგდო, თუმცა პოლიციელებმა ის ამ დრომდე ვერ იპოვეს.
როგორც ცნობილი გახდა, ქალს არასრულწლოვანი ბავშვი ჰყავს, რომელიც სოციალურმა აგენტებმა სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გამოძიება დედის მიერ ახალდაბადებული ბავშვის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.
მსგავსი შემთხვევა 16 აგვისტოსაც მოხდა. ოზურგეთის რაიონში პოლიციელებმა ახალდაბადებული გოგონა გადაარჩინეს, რომელიც დაბადების შემდეგ ბაღში დატოვეს. გოგონა კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.