პენსიონერ ქალს თავში ესროლეს: მსხვერპლი, შესაძლოა, მკვლელს იცნობდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი გახდა თემქაზე ქალის სასტიკი მკვლელობის რამდენიმე დეტალი.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ასაკოვანი ქალი, რომელიც გუშინ თემქაზე მოკლეს, შესაძლოა, თავის მკვლელს იცნობდა, იუწყება პირველი არხი.

სასტიკად მოკლული ქალი და განგებ გაჩენილი ხანძარი: რა მოხდა თემქაზე>>

62 წლის ქალის ცხედარი საკუთარ ბინაში თემქაზე გუშინ იპოვეს. მრავალბინიანი კორპუსის მცხოვრებლებმა სახანძრო სამსახური გამოიძახეს მას შემდეგ, რაც კვამლი შენიშნეს. სახლში მეხანძრეებმა ქალის ცხედარი აღმოაჩინეს.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
სასტიკი მკვლელობა გარდაბანში: დაუდგენელმა პირებმა მოხუცი ცოლ-ქმარი მოკლეს

მსხვერპლის ოჯახის წევრების განცხადებით, ქალს ღამის პერანგი ეცვა და ასეთ ფორმაში უცხოს ის კარს არ გაუღებდა. ისინი ასევე ჰყვებიან, რომ სახლიდან გაიტანეს ფული და ძვირფასეულობა, რომელიც ოჯახმა ცოტა ხნის წინ ლომბარდიდან გამოიტანა.

სავარაუდოდ, ბოროტმოქმედებმა ხანძარი დანაშაულის დაფარვის მიზნით გააჩინეს.

ქალის ცხედარი პროზექტურაში ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

სამართალდამცველებმა ქალის ნათესავები და მეზობლები დაკითხეს.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით „განზრახ მკვლელობა", რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0