თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტში წუხელ მოხუცი ცოლ-ქმარი მოკლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია 85 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი. მათი ცხედრები სამართალდამცველებმა გუშინ მათსავე საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ცოლ-ქმარს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. მათი თქმით, ცოლ-ქმარს სახე ისე ჰქონდა დაზიანებული, რომ ახლობლებს მათი ამოცნობა გაუჭირდათ.
არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს გარდაბანში მცირე ბიზნესი ჰქონდა, თუმცა თავდამსხმელებს სახლიდან არაფერი წაუღიათ.
შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტზე საქმე 109-ე მუხლითაა აღძრული, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.