19:33 05 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3422
  • 100 RUB4.3130
  • USD2.9841
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1439)
50 0 0

კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში" ავტოავარიის შედეგად დაშავებული სომხეთის ორი მოქალაქე რჩება.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ექიმები სომხეთის იმ მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომლებიც თბილისთან ახლოს ავტოავარიაში მოხვდნენ, მძიმედ აფასებენ, განაცხადა კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსის" პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ თელეთთან 31 აგვისტოს მოხდა. ავტოავარიის დროს ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სომხეთის მოქალაქეები ერთ-ერთ მიკროავტობუსში იმყოფებოდნენ, რომელიც ერევნიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა. მგზავრებიდან ორი დაიღუპა.

„შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ისინი რეანიმაციაში იმყოფებიან", – განაცხადა კლინიკის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

ამ დროისთვის "ნიუ ჰოსპიტალსში" სომხეთის ორი მოქალაქე იმყოფება.

მანამდე სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა ალინა ნიკოღოსიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ავარიის შედეგად რამდენიმე დაშავებულს სამშობლოში გადაიყვანდნენ, მაგრამ ახლობლებმა მათი საქართველოში დატოვება არჩიეს დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1439)

მთავარი თემები