https://sputnik-georgia.com/20190901/aWaraSi-gansakuTrebiT-didi-odenobiT-narkotiki-amoiRes-246380864.html
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
Sputnik საქართველო
სასჯელი 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 01.09.2019-ს, Sputnik საქართველო
2019-09-01T12:02+0400
2019-09-01T12:02+0400
2021-10-19T17:05+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2019
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, საქართველო
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
12:02 01.09.2019 (განახლებულია: 17:05 19.10.2021) სასჯელი 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულები 39 და 41 წლის არიან.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 80 აბი „მეტადონი“ და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
მეორე დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი პოლიციამ 143 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.