04:48 13 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2645
  • 100 RUB4.6247
  • USD2.9618
აქციის დაშლა 20-21 ივნისს

20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმე: ბრალი კიდევ ერთ პოლიციელს წაუყენეს

© Sputnik / STRINGER
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (370)
10110

საპროტესტო აქციაზე ძალის გადამეტებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკვე სამი პოლიციელს მიეცა

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 21 ივნისის ღამის აქციის დაშლისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში შსს-ს კიდევ ერთი თანამშრომელი მისცა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ზურაბიშვილმა განმარტა, რატომ არ აფიქსირებს საკუთარ აზრს ზოგიერთ მოვლენებთან დაკავშირებით >>

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ანტისამთავრობო გამოსვლებსა და არეულობებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტის წინ პოლიციას დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

გამოძიების მონაცემებით, შსს-ს თანამშრომელმა 21 ივნისს გამთენიისას ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირზე, იმ ვითარებაში, როდესაც ამის საჭიროება არ არსებობდა.

პროკურატურა მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით.

თბილისში 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. პირველი პოლიციელთა მიერ ძალის გადამეტებას ეხება. მეორე მიმართულებით კი გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა" და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რომელმაც მძიმე შედეგი გამოიწვია".

20–21 ივნისის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს გირაო შეეფარდა >>

ამჟამად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი ლევან იმერლიშვილი, კიდევ ერთ პოლიციელს, გიორგი ესიაშვილს გირაო შეეფარდა.

უფრო ადრე ძალის გადამეტების საქმის ფარგლებში უფლებამოსილება ათ პოლიციელს შეუჩერდა, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს გიორგი ყაყიჩაშვილს.

რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ბოლო მონაცემებით, არეულობასა და პოლიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისთვის დაკავებულია აქციის 17 მონაწილე. ძირითადად ყველა მათგანი პატიმრობაშია.

ყველაზე მკაცრი ბრალდება წაყენებული აქვთ თავდაცვის ექს-მინისტრსა და ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილსა და პარლამენტის დეპუტატს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას. მელიას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედება ბრალად. მას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და სახლის დატოვება სამართალდამცველების გაფრთხილების გარეშე აეკრძალა.

რაც შეეხება ოქრუაშვილს, მას პარლამენტის შტურმის დროს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მონაწილეობა ედება ბრალად. ამჟამად ის პატიმრობაში იმყოფება.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები ამ დრომდე გრძელდება, მომიტინგეების ერთადერთი შეუსრულებელი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაა, როგორც 20-21 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებელი პირის. გახარიას სიტყვებით, პოლიცია 21 ივნისის ღამით ლეგიტიმურად მოქმედებდა და სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა, ხოლო თუ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებს, ამას გამოძიება გაარკვევს.

 

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (370)

მთავარი თემები