12:05 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრეზიდენტი (136)
59 0 0

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა სიძულვილის ენისა და საზოგადოების პოლარიზაციის დაუშვებლობაზე

თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან, მათ შორის რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმეებთან და მიტინგებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას არ გამოხატავდა იმის გამო, რომ მისი სტატუსი ნეიტრალურობის შენარჩუნებას ავალდებულებს.

მედიასთან ომი ჯერ არც ერთ ხელისუფლებას არ მოუგია - ვინ გააკონტროლებს ქართულ მედიაბაზარს? >>

„ხშირად ისმის ასევე კითხვები, რატომ არ აფიქსირებს პრეზიდენტი პოზიციას ამა თუ იმ მწვავე პოლიტიკურ საკითხზე. პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია, სახელმწიფოს სახე, თითოეული მოქალაქის პრეზიდენტი და მაშასადამე, ვალდებულია, იყოს ზეპარტიული. ამიტომაც მისი მოვალეობაა არა მხარედ ქცევა, არამედ შერიგებაა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

მისი თქმით, ნეიტრალურობის შენარჩუნება განსაკუთრებით იმ დროს მნიშვნელოვანია, როდესაც საუბარია სასამართლოსა და მის გადაწყვეტილებებზე.

პოლიტიკური ზაფხული საქართველოში საკმაოდ ცხელი გამოდგა. 20 ივნისს მიტინგი რუსთაველის გამზირზე პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, შემდეგ კი პარლამენტის მიმდებარე ტეროტორია ახალგაზრდების პროტესტის პლაცდარმად იქცა. არეულობის ორგანიზებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ ოპოზიციურ ლიდერებს - ნიკა მელიასა და ირაკლი ოქრუაშვილს.

გამოძიება მიმდინარეობს ასევე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძისა და მისი პარტნიორის, ბადრი ჯაფარიძის, ასევე „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამის წინააღმდეგ.

რა კავშირშია მამუკა ხაზარაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღება ანაკლიის პორტთან >>

პროკურატურა ასევე დაინტერესდა ტელეარხ „რუსთავი2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორით, ნიკა გვარამიათი. არხს ახლახან შეეცვალა მფლობელი, საინფორმაციო სამსახურის თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა არხი და „რუსთავი2“-ზე საინფორმაციო გამოშვებები აღარ გადის.

„აზრთა სხვადასხვაობა აუცილებელია, მაგრამ საზოგადოების დაყოფა, სიძულვილის ენა და საზოგადოების პოლარიზაცია უკან გვაბრუნებს და სახელმწიფოს ძირს უთხრის. ადამიანის უფლებების დაცვა არის არა მხოლოდ ჩემი მოვალეობა, მაგრამ ჩემი ყოველდღიური საზრუნავი სხვდასხვა ფორმით და სხვდასხვა ძალისხმევით“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან მან კომენტარი გააკეთა თბილისში 20-21 ივნისს გამართულ ანტისამთავრობო აქციასთან დაკავშირებით.

„პროტესტი არათუ მისაღებია, არამედ განუყოფელი ნაწილია დემოკრატიის. თუმცა, სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების წინააღმდეგ შეტევა არის უმძიმესი დანაშაული“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დარჩება >>

მან ასევე აღნიშნა, რომ შემდეგი წელი საარჩევნოა და ის უნდა იყოს ქვეყნისთვის კიდევ ერთი, დემოკრატიის გამყარებისა და წინსვლის მაგალითი.

„მაქვს იმედი, რომ ჩვენ დავხვეწთ პოლიტიკურ ენას და გამოხატვის უფლებასთან ერთად, რომელიც უთუოდ უნდა იყოს ბოლომდე დაცული, მოვნახავთ გზებს, რათა ქართული ზრდილობის ენაც და წესიც დავიბრუნოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (136)

მთავარი თემები