07:35 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
სკანდალი TBC BANK–ის წინააღმდეგ (58)
98 0 0

პროკურატურაში დაბარებული არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძეც – მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფულის გათეთრების საქმე „თიბისი ბანკში“: გაჩნდება თუ არა ახალი ბრალდებული>>

პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის" (TBC bank) ხელმძღვანელების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას.

„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯგუფის სხვა წევრის მიმართ. კერძოდ, გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება", – აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

პროკურატურის ინფორმაციით, ავთანდილ წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს პროკურატურაში, სადაც ბრალდებას წარუდგენენ, რის შემდეგაც პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს.

პროკურატურაში ასევე დაბარებული არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით.

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს დაახლოებით 17 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში ბრალი წინა თვეში წაუყენა. საუბარი TBC Bank-ის 2008 წლის ერთ–ერთ საბანკო ოპერაციას ეხება. სასამართლომ თითოეულს გირაოს სახით 700 ათასი ლარი შეუფარდა და აუკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.

თემები:
სკანდალი TBC BANK–ის წინააღმდეგ (58)

მთავარი თემები