ჰაკერული შეტევის შემდეგ TV Pirveli ავარიულ რეჟიმში მუშაობს

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიკიბერშეტევა
კიბერშეტევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ კიბერუსაფრთხოების ამაღლებისთვის ბევრი რამ უნდა გააკეთოს, განაცხადა პრემიერმა

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიაჩნია, რომ აუცილებელია ოპოზიციური ტელეკომპანია TV Pirveli-ზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტის დეტალურად გამოძიება.

ტელეკამერა - Sputnik საქართველო
ტელეკომპანია „პირველზე" კიბერშეტევა განხორციელდა

სამშაბათს ჰაკერებმა ტელეკომპანიის ცენტრალური სერვერი დაავირუსეს, რითაც არხის მუშაობის პარალიზება მოხდა. დღის განმავლობაში ეთერში არ გასულა საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები. ოთხშაბათს, დილით, ტელეკომპანიამ მუშაობა ავარიულ რეჟიმში დაიწყო - ეთერში გადაცემები, ძირითადად, პირდაპირ ეთერში გადის. ამ დროისთვის სპეციალისტებმა ვიდეომასალების მონტაჟისთვის მხოლოდ ერთი კომპიუტერის აღდგენა მოახერხეს.

„სამწუხაროდ, კიბერდანაშაული გახდა 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა ნებისმიერი ქვეყნისთვის და, როდესაც მსგავს დანაშაულებს აქვს ადგილი, აუცილებელია დეტალური გამოძიება, რათა მივიღოთ სრულფასოვანი სურათი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ .

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შსს-ს ექსპერტები უკვე მუშაობენ აღნიშნული ფაქტის გამოძიებაზე.

„ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. პირველ რიგში, იმედი მაქვს, რომ თქვენ უმოკლეს ვადაში შეძლებთ, განაახლოთ სრულფასოვანი მაუწყებლობა. ზოგადად, როდესაც კიბერდანაშუალთან ბრძოლაზე ვსაუბრობთ, ჩვენც უნდა გამოვიყენოთ საუკეთესო ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც ძირითად აქცენტს აკეთებენ პრევენციაზე. ჩვენ ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, როგორც სახელმწიფოს", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

TV Pirveli პოლიტიკური გადაცემებით გამოირჩევა. ხუთშაბათს სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ტელეკომპანიის მფლობელი ვატო წერეთელი. მისი დაბარება გამოკითხვაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს უკავშირდებოდა.

წერეთელი „სამგორი ტრეიდის" 50%-იანი და „სამგორიМ"-ის 20%-იანი წილის მფლობელია, იგი ასევე არის მამუკა ხაზარაძის ახლო მეგობრის შვილი.

პროკურატურის ინფორმაციით, 2008 წლის აპრილ-მაისში „თიბისი ბანკმა" ამ კომპანიებს დაახლოებით 16 754 000 დოლარის კრედიტი მისცა.

იმავე დღეს ეს თანხა გადაირიცხა ხაზარაძისა და ჯაფარიძის ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ კრედიტი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი.

ყველა ახალი ამბავი
0