16:23 02 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5460
  • 100 RUB4.1164
  • USD3.2413
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1349)
229 0 0

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. თუშეთის გზაზე ხევში სატვირთო მანქანა მგზავრებიანად გადავარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

უბედური შემთხვევა თუშეთის გზის 23-ე კილომეტრზე მოხდა. „კამაზის“ ტიპის მანქანა დაახლოებით დიდი სიმაღლიდან გადავარდა.

წინასწარი მონაცემებით, სატვირთო მანქანაზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, 5-მა გადმოხტომა მოასწრო, დანარჩენები კი ხევში მანქანამ ჩაიყოლა.

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

სატვირთო მანქანაზე მსხდომი ადამიანები ქვემო ალვანიდან არიან. ისინი თუშეთობის დღესასწაულზე დასასწრებად სოფელ ომალოში მიემგზავრებოდნენ.

ადგილზე სამედიცინო დახმარების და სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1349)

მთავარი თემები