02:38 01 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (916)
10620

კონტრაბანდული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 161 ათას ლარს აღემატება.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე კონტრაბანდის ორი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ პირველ შემთხვევაში ბრალდებულმა თბილისის აეროპორტის გავლით საბაჟო კონტროლისგან მალულად საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა არადეკლარირებული 163 ცალი მობილური ტელეფონი, ხოლო მეორე შემთხვევაში ბრალდებულმა გამშვები პუნქტი „სარფის" გავლით საქართველოში შემოიტანა 2 ათას კილოგრამამდე არადეკლარირებული საფეიქრო ნაწარმი.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საერთო ჯამში ამოღებულია 161 ათასი ლარის ღირებულების საქონელი", – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით („საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებით გამოყენებით, დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით"), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (916)

მთავარი თემები