03:25 01 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (916)
151 0 0

ოქრუაშვილის ადვოკატი მის დაცვის შვეშ მყოფს და საქმის გამომძიებელს უკვე შეხვდა

თბილისის, 25 ივლისი - Sputnik. პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი თბილისის მთავარ სამმართველოში (დიღმის სამმართველო) გადაიყვანეს, იუწყება პირველი არხი.

ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში (დიღმის სამმართველო) მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოსანახულებლად შევიდა, მანამდე კი დაკავებულის ადგილსამყოფელთან და მის ბრალდებასთან დაკავშირებით საქმის გამომძიებელს ესაუბრა.

ჭაბაშვილმა ოქრუაშვილის დაკავების დეტალებზე ისაუბრა. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ მისი დაკავება „რუსთავი2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.

„არ გავცნობილვარ ვიდეომასალას, რომელიც გაასაჯაროეს. მან მისცა გამოძიებას ჩვენება, შემდეგ საფრანგეთში ჰქონდა დაგეგმილი წასვლა, თუმცა საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობის გამო გადადო წასვლა. შემდეგ აღარ გამოუძახებიათ საგამოძიებო უწყებაში... ჯერ შევხვდები ირაკლის და შემდეგ ვისაუბრებ. ჩემი შთაბეჭდილება ის არის, რომ გარკვეულ მოვლენებს უკავშირდება, მეტს აღარ ვიტყვი“, – განაცხადა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.

შსს-ს განცხადებით, ოქრუაშვილი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზეა დაკავებული.

სამართალდამცველებმა დღეს კიდევ 4 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას, აცხადებენ უწყებაში.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (916)

მთავარი თემები