თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმის აგრარული ბაზრიდან 700 კგ-მდე ხორცი ამოიღო და გაანადგურა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
სააგენტო აგრარული ბაზრებისა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საეჭვო წარმომავლობის ხორცი, ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე, ბაზარში სასაკლაოს გვერდის ავლით მოხვდა.
სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი კანონმდებლობის შესაბამისად ადლიის ნაგავსაყრელზე გაანადგურეს.
აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია 3 ათასი ლარით დაჯარიმდა.
ბათუმის აგრარული ბაზრის გარდა, ვადაგასული ხორცის შენახვა-რეალიზების გამო 1000-1000 ლარით დაჯარიმდა კვების ორი ობიექტი.
კვლევები ხორცის ხარისხზე საზოგადოებრივი კვების და რეალიზაციის ობიექტებში 2017 წლის მარტიდან ტარდება.