რა ბედი ელის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც პოლონეთში მშენებლობაზე მძიმედ დაშავდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსახლის მშენებლობა
სახლის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი პოლონეთში სამუშაოდ წავიდა, თუმცა სამშენებლო სამუშაოების დროს სერიოზულად დაშავდა.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. პოლონეთში სამშენებლო სამუშაოების დროს დაშავებული 27 წლის ალექსანდრე ბუხულეიშვილის ოჯახი დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

ამწე მშენებლობაზე - Sputnik საქართველო
მშენებლობაზე მოზარდის დაღუპვა - საქართველოს ომბუდსმენი განგაშს ტეხს

ბუხულეიშვილი რამდენიმე დღის წინ სიმაღლიდან ჩამოვარდა და სერიოზულად დაშავდა – ის ხერხემლის სერიოზული დაზიანებით კლინიკაშია მოთავსებული. ოჯახს ფინანსურად უჭირს, ამიტომ დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავს.

დაშავებულის ნათესავების თქმით, სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული, რაც უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა.

საქართველოს საკონსულო პოლონეთში მომხდარის შესახებ ინფორმირებულია.

ყველა ახალი ამბავი
0