გამოქვეყნდა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სტატისტიკა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ ბოლო ექვს თვეში უგზო-უკვლოდ დაკარგულების თითქმის ნახევარი იპოვა

თბილისი, 21 ივლისი - Sputnik. საქართველოში 2019 წლის იანვარ-ივნისში უგზო-უკვლოდ დაიკარგა 93 ადამიანი, აქედან 12 - ბავშვია, შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებული მასალების თანახმად.

თბილისში დაკარგული სამი წლის ბავშვი იპოვეს >>

პოლიცია დღემდე ვერ ახერხებს 40 ადამიანის მოძებნას, მათ შორის შვიდი ბავშვია. უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა ასევე აზერბაიჯანის ერთი და ყაზახეთის ერთი მოქალაქე.

სამაშველო კოშკურა - Sputnik საქართველო
მაშველებმა ქობულეთში დაკარგული სამი წლის გოგონა იპოვეს - ემოციური ვიდეო

რაც შეეხება იმათ, ვინც უკვე მოიძებნა, მათგან ექვსი გარდაცვლილია. მოიძებნა რუსეთის ერთი მოქალაქე, ბელგიის ოთხი მოქალაქე და საუდის არაბეთის ორი მოქალაქე.

საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულად სულ 993 ადამიანი მიიჩნევა. აქედან 32 - ბავშვია.

დაკარგულების შესახებ ყველაზე მეტი შეტყობინება შსს-ში თბილისიდან შევიდა (364). მეორე ადგილზე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებია, სადაც 161 ადამიანი დაიკარგა. მესამე ადგილზეა შიდა ქართლი (123).

ყველა ახალი ამბავი
0