თბილისში დაკარგული სამი წლის ბავშვი იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიცია და ოჯახი სამი წლის ბავშვს დილის ცხრა საათიდან ეძებდნენ.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. პოლიციამ სამი წლის ბავშვი, რომელიც ზაჰესის დასახლებაში დღეს, დილით დაიკარგა, ჯანმრთელი და უვნებელი იპოვა, წერს ოჯახის მეზობელი ინა ჩაჩანიძე საკუთარ Facebook-გვერდზე.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისში სამი წლის ბავშვს ეძებენ

„ყველას დიდი მადლობა, ბავშვი ვიპოვეთ", – დაწერა Ina Chachanidze-მ ბავშვის ფოტოს ქვეშ.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სამი წლის ალექსანდრე ავსაჯანიშვილი დილით, 09:00 საათისთვის დედასთან ერთად მაღაზიაში იმყოფებოდა და მოულოდნელად გაუჩინარდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვი ეზოში თამაშისას გაუჩინარდა.

სამძებრო ოპერაციაში ჩაერთო პოლიცია, ბავშვის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. თითქმის ოთხი საათის შემდეგ ბავშვი სახლიდან მოშორებით, ტყესთან იპოვეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0