00:22 24 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2965
  • 100 RUB4.6397
  • USD2.9661
ზემო ომალო

მაშველებმა ომალოში ამერიკის ოთხი მოქალაქე გადაარჩინეს: ვიდეო

© photo: courtesy of Friends of Tusheti Protected Areas
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (852)
18310

მაშველებმა ამერიკის ოთხი მოქალაქე - სამი ქალი და ერთი მამაკაცი, ვერტმფრენის საშუალებით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს

თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. მაშველებმა ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში ამერიკის ოთხი მოქალაქე გადაარჩინეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მრთვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაშავებული ტურისტების შესახებ ინფორმაცია გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა, რის შემდეგაც დაშავებულების დასახმარებლად დაუყოვნებლივ გავიდა სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

მაშველებმა ამერიკის ოთხი მოქალაქე, სამი ქალი და ერთი მამაკაცი, ვერტმფრენის საშუალებით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მაშველი დღეს პატივით დაკრძალეს >>

გავრცელებული ინფორმაციით,  ერთ ქალბატონს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. დანარჩენი სამი ტურისტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (852)

მთავარი თემები