16 წლის მუშის დაღუპვის საქმე: სამშენებლო კომპანიის დირექტორს ბრალი წაუყენეს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულის ადვოკატი აღიარებს, რომ უბედური შემთხვევა უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია

თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორს შიშუ პალ ბურდაკს, რომლის სამშენებლო ობიექტზეც 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს არასრულწლოვანი მუშა დაიღუპა, ბრალი წაუყენეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„უკვე $520 დოლარი შეგროვდა, დედას გიორგის ჩვენ ვერ გავუცოცხლებთ, მაგრამ გავამხნევებთ“ >>

დაკავებულის ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთადერთი პასუხისმგებელი პირი არ ყოფილა და ზურაბ შუბითიძემ, რომელიც კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, სამშენებლო ობიექტზე ადამიანთა ჯგუფი, მათ შორის 16 წლის გარდაცვლილი მუშაც თვითნებურად შეიყვანა.

„ჩვენ არ ვდაობთ, რომ უბედური შემთხვევა უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია, მაგრამ ბურდაკი არ იყო ამაზე ერთადერთი და პირველ რიგში პასუხისმგებელი პირი. ზურაბ შუბითიძემ უკანონოდ და დაცვის ქვეშ მყოფისგან დაუკითხავად შეიყვანა ადამიანთა ჯგუფი. ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს შესასრულებელ სამუშაოებზე, ამ სამუშაოების ტექნიკურ მახასიათებლებზე - თუ ვის, როგორ და რა დროს უნდა შეესრულებინა ეს სამუშაოები, რამდენი იქნებოდა გადასახდელი. ფასიც კი არ გვქონდა შეთანხმებული. რაც შეეხება გარდაცვლილს, ის ჩვენი თანამშრომელი არასოდეს ყოფილა“, - განაცხადა ადვოკატმა ბაჩუკი ქირიამ.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი: მიუღებელია, რომ ქვეყანაში ასე იღუპებოდნენ ადამიანები

არსებული ინფორმაციით, დღის ბოლომდე პროკურატურას აქვს ვადა, რომ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს, რის შემდეგაც სასამართლომ 24 საათში აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს.

16 ივლისს თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, სამშენებლო ობიექტზე ლიფტის დემონტაჟის დროს ახალგაზრდა დაიღუპა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის არასრულწლოვანი იყო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორი შიშუ პალ ბურდაკი 19 ივლისს დააკავეს. შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს.

16 წლის მოზარდმა მშენებლობაზე სიცოცხლე საკუთარ დაბადების დღეზე ტრაგიკულად დაასრულა. მძიმე სოციალური პირობების გამო სოფლიდან წამოვიდა, თბილისში მძიმე შრომას სკოლის მოსწავლე მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ დათანხმდა.

მშენებლობაზე 16 წლის მოზარდის დაღუპვა: კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის" დირექტორი დააკავეს >>

გიორგი ბეშკენაძე ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, მას ძმა და მამა რამდენიმე წლის წინ დაეღუპა. მოზარდი ბოლოს დედასთან ერთად უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ იძულებული გახდა, მუშაობა მშენებლობაზე დაეწყო. სადაც ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0