სოციალურ ქსელში მარინე ძაგნიძე ამერიკაში მყოფი ქართველი ემიგრანტების შესახებ წერს, რომლებიც მშენებლობაზე დაღუპული 16 წლის გიორგი ბეშკენაძის ოჯახს თანხას უგროვებენ.
„უკვე $520 დოლარი შეგროვდა ამერიკელი ემიგრანტებისგან. ხვალ მთელ რიგ გზავნილებს ველოდები. მერე ამ თანხას Tamar Baghashvili-ს გადავუგზავნი და ვთხოვ, თქვენი სახელით გარდაცვლილი მოზარდის გიორგი ბეშკენაძის გაუბედურებულ დედას გადასცეს. გიორგის ჩვენ ვერ გავუცოცლებთ, მაგრამ თანაგრძნობით გავამხნევებთ.
რუსთავი 2 ჩვენთვის ოჯახი და ოჯახზე მეტია“, – წერს მარინე ძაგნიძე.
16 წლის მოზარდმა მშენებლობაზე სიცოცხლე საკუთარ დაბადების დღეზე ტრაგიკულად დაასრულა. მძიმე სოციალური პირობების გამო სოფლიდან წამოვიდა, თბილისში მძიმე შრომას სკოლის მოსწავლე მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ დათანხმდა.
გიორგი ბეშკენაძე ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, მას ძმა და მამა რამდენიმე წლის წინ დაეღუპა. მოზარდი ბოლოს დედასთან ერთად უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ იძულებული გახდა, მუშაობა მშენებლობაზე დაეწყო. სადაც ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა.