11:28 14 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.5941
  • USD2.9568
პროკურატურა

ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი თავისუფალია

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
გახმაურებული სასამართლო პროცესები (55)
105 0 0

პროკურატურამ უკრაინის მოქალაქის იულია სუსლიაკის წინააღმდეგ საქმე დახურა.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ათი ბავშვის თანმხლები უკრაინელი იულია სუსლიაკი თავისუფალია – ქვეყანაში საქმე დაიხურა, განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან" ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

იულია სუსლიაკის საქმე სტრასბურგში გასაჩივრდება>>>

უკრაინის 37 წლის მოქალაქე იულია სუსლიაკი 8 აპრილს მოსკოვიდან ათ არასრულწლოვანთან ერთად ჩამოვიდა. სუსლიაკი ტრეფიკინგის ბრალდებით 26 აპრილს დააკავეს. გამოძიება ამტკიცებდა, რომ ის ბავშვებთან ერთად აფხაზეთის ტერიტორიაზე აპირებდა გადასვლას. სწორედ იქ იმყოფება მისი მეუღლე იური სუსლიაკი.

აღნიშნული საქმე ქვეყანაში საკმაოდ რეზონანსული გახდა.

„იულია სუსლიაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამ დროისთვის იმყოფება კონსპირაციულ ბინაში. სამომავლო მოვლენების შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, ხვალ ბრიფინგზე გახდება ცნობილი. პროკურატურამ თავად მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების გაუქმება. პროკურატურამ ასევე საქმე გააუქმა და იგი უკრაინას გადასცა, რამდენადაც ვერ მოახერხა საქმის გამოძიება და მტკიცებულებების მოპოვება", – განაცხადა თოდუამ.

მისი სიტყვებით, შსს ხუთშაბათს იულია სუსლიაკის ხელახლა დაკავებას და უკრაინაში ექსტრადირებას გეგმავდა, თუმცა ასე არ მოხდა.

საქართველოში ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ათი ბავშვიდან იულია მხოლოდ ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედაა, დანარჩენი ბავშვები სუროგატმა დედებმა გააჩინეს. რაც შეეხება იური სუსლიაკს, ის ათივე ბავშვის მამაა. ეს არის ოჯახის ადვოკატის მთავარი არგუმენტი, რომ ბავშვების არანაირი ყიდვა-გაყიდვა არ ყოფილა და, შესაბამისად, იულია უდანაშაულოა.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იულია სუსლიაკი ბავშვებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნაქირავებ ბინაში რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობდა.

მან მასმედიის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ათივე ბავშვი კვებითი მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია 20 აპრილს გავრცელდა.

მოწმეთა გამოკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ ბრალდებული ბავშვების მიმართ აგრესიას ავლენდა და მათ ცუდ პირობებში ამყოფებდა. ბავშვების უგულებელყოფის ფაქტზე გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა 10-ვე ბავშვის დედისგან განცალკევების გადაწყვეტილება.

საქმე ამით არ დასრულებულა. შსს-მ საეჭვოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ ათიდან ოთხი ბავშვი 2017 წელს იყო დაბადებული და გამოძიება დაიწყო. უფრო მეტიც, გამოძიების დასაწყისში სამინისტრომ განაცხადა, რომ ეძებს მე-11 ბავშვს, რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ ქალმა უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვი წაიყვანა, საქართველოში კი 10 ბავშვით ჩამოვიდა.

იულია სუსლიაკის მეუღლის იური სუსლიაკის მტკიცებით, ცხრა თვის ბავშვი რუსეთში გარდაიცვალა და ოჯახს გააჩნია მტკიცებულებები – სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

პროკურორი თეა გიორგაძე, თავის მხრივ, დაჟინებით ამტკიცებდა, რომ პროკურატურას გააჩნია უცხოეთიდან მიღებული დოკუმენტი, რომელიც ბავშვის გაყიდვის ფაქტს ადასტურებს. მისი თქმით, ეს დოკუმენტი გახდა საფუძველი, რომლის მიხედვითაც უკრაინის მოქალაქეს ბრალი წარედგინა.

პარალელურად გამოძიება მიმდინარეობს უკრაინაშიც, სადაც გაირკვევა, თუ ვინ გადაუხადა სუროგატ დედას თანხა და ვინ იყო შუამავალი.

თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები (55)

მთავარი თემები