შსს-ს თანამშრომელს აქციის დაშლის საქმეზე ბრალი წარუდგინეს

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პოლიციელს რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომელს, რომელიც 20-21 ივნისს თბილისში აქციის დარბევაში მონაწილეობდა, ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი ძალადობის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, იუწყება პირველი არხი.

მეზვრიშვილი: აქციის დაშლის საქმეზე პროკურატურაში გახარია შეიძლება დაიბარონ>>

20 ივნისს, გვიან ღამით ანტისაოკუპაციო აქცია არეულობებსა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ. პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობის დროს დაშავდა 240 ადამიანი.

პროკურატურამ უკვე განაცხადა, რომ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს. ბრალის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო.

უფრო ადრე ძალის გადამეტების საქმის ფარგლებში უფლებამოსილება ათ პოლიციელს შეუჩერდა, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს გიორგი ყაყიჩაშვილს.

თამარ ჩუგოშვილი - Sputnik საქართველო
ჩუგოშვილი: ვინც ძალაუფლებას ჩაებღაუჭა, ყველამ ცუდად დაამთავრა

მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება საქართველოში ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით ისჯება.

ამ დროისთვის დაკითხულია ასობით ადამიანი, მიმდინარეობს ვიდეო- და აუდიომტკიცებულებების დამუშავება და ანალიზი, ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი სამხილები, მათ შორის პოლიციელების მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიები. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ აღიძრა კიდევ ორი სისხლის სამართლის საქმე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან მასში მონაწილეობა და ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მცდელობა.

ამ ეტაპზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდება წაუყენეს მხოლოდ საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას. პარლამენტმა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერა, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება. დეპუტატს ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და აუკრძალეს სახლის დატოვება სამართალდამცველი ორგანოების გაფრთხილების გარეშე.

ყველა ახალი ამბავი
0