07:55 29 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0782
  • 100 RUB4.1597
  • USD2.7905
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1298)
103 0 0

ორივე დაშავებული ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ორი ადამიანი დაშავდა ფოთი–სენაკის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტელეკომპანიის ცნობით, სოფელ ჭალადიდში მაღალი სიჩქარით მოძრავი BMW-ს მარკის ავტომობილი Opel-ის ტიპის მანქანას შეეჯახა.

დაშავდნენ Opel-ის მძღოლი და მგზავრი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1298)

მთავარი თემები