19:03 24 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
21310

პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 25 ივნისს წაუყენა.

თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. დღეს გამართულ საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლე თემურ გოგოხიამ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და  პარლამენტის დეპუტატ, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთ ლიდერ ნიკა მელიას, რომელსაც არეულობის ორგანიზება ედება ბრალად, 30 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოგოხიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

პროკურატურამ სასამართლოს მიმართა: როდის დააკავებენ ნიკა მელიას>>>

დღეს საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას დაკავების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. 

დაცვის მხარე მელიას 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლიდ გათავისუფლებას ითხოვდა.

გუშინ, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების ცხარე კამათის შემდეგ, მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა. აღნიშნულ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრებმა მიიღეს. რაც შეეხება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მოწინააღმდეგეა, მათ აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირეს.

მელიას თანაპარტიელებმა და პარტია „ევროპული საქართველო – მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრებმა პლენარულ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს. 

პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 25 ივნისს წაუყენა. მას  ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის  225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე  თავდასხმა. 

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, მელიას მიმართ, 20-21 ივნისს  პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. 25 ივნისს გენერალურმა  პროკურორმა პარლამენტს მიმართა, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.

 

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)

მთავარი თემები