04:39 26 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2607
  • USD2.7946
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
76 0 0

ორი ადამიანი დღემდე რეანიმაციაში იმყოფება

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. თბილისის საავადმყოფოებში ამჟამად მკურნალობას აგრძელებს პარლამენტთან არეულობის დროს დაშავებული 28 ადამიანი - ორი პოლიციელი, სამი ჟურნალისტი და აქციის 23 მონაწილე, იუწყება პირველი არხი.

თბილისში პარლამენტის შენობასთან არეულობის დროს დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 - პოლიციელია. დაშავებულთა უმრავლესობა საავადმყოფოებიდან უკვე გაეწერა.

ტელეარხის მონაცემებით, სტაციონარში მყოფი მოქალაქეთა ძირითადი ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გარკვეულ ნაწილს ხვალ გაწერენ.

ორი დაშავებულის მდგომარეობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს - ისინი რეგიონულ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.

შაბათს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ პარასკევს ღამით საპროტესტო აქციაზე დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო მთლიანად დაფარავს.

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)

მთავარი თემები