აქციაზე დაშავებული რამდენი ადამიანი მკურნალობს თბილისის კლინიკებში

© photo: Sputnikსაავადმყოფოს პალატა
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი ადამიანი დღემდე რეანიმაციაში იმყოფება

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. თბილისის საავადმყოფოებში ამჟამად მკურნალობას აგრძელებს პარლამენტთან არეულობის დროს დაშავებული 28 ადამიანი - ორი პოლიციელი, სამი ჟურნალისტი და აქციის 23 მონაწილე, იუწყება პირველი არხი.

თბილისში პარლამენტის შენობასთან არეულობის დროს დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 - პოლიციელია. დაშავებულთა უმრავლესობა საავადმყოფოებიდან უკვე გაეწერა.

საპროტესტო აქციის დაშლა - Sputnik საქართველო
„ჰემატომები თავზე“: რას იხსენებენ აქციის დაშლის დროს დაშავებული ადამიანები - ექსკლუზივი

ტელეარხის მონაცემებით, სტაციონარში მყოფი მოქალაქეთა ძირითადი ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გარკვეულ ნაწილს ხვალ გაწერენ.

ორი დაშავებულის მდგომარეობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს - ისინი რეგიონულ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.

შაბათს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ პარასკევს ღამით საპროტესტო აქციაზე დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო მთლიანად დაფარავს.

ყველა ახალი ამბავი
0