პარლამეტთან აქციის დაშლის დროს დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა  - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის დაშლისას რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის დაშლის დროს ადამიანებმა სხვადასხვა სახის ტრავმები მიიღეს. ორ მათგანს კი თვალის ამოღება დასჭირდა, იუწყება პირველი არხი „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკის დირექტორის გიორგი კორძახიას ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ექიმის განცხადებით, კლინიკაში შესულია 24 პაციენტი. ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებოდა ოთხ ადამიანს. აქედან ორს თვალის ამოღება დასჭირდა.

„დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური და მიმდინარეობს კვლევები“, – განაცხადა კორძახიამ.

სპეცრაზმი აქციას შლის - Sputnik საქართველო
პოლიციამ აქცია დაშალა – დასრულდა თუ არა არეულობები?

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გამთენიისას დაშალა.

ვითარება აქციაზე, რომელიც პარლამენტთან გუშინ, დაახლოებით 19:00 საათზე დაიწყო, რამდენიმე საათის განმავლობაში იძაბებოდა. აქციის მონაწილეებმა სცადეს კორდონის გარღვევა და პარლამენტში შეღწევა. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ზოგიერთი ადამიანი პოლიციის ფარითა და ხელკეტით იყო შეიარაღებული.

საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. აქციის მონაწილეებმა პოლიციას ესროლეს ქვები და ბოთლები. ორივე მხრიდან დაშავდნენ ადამიანები.

დაპირისპირებები პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დილამდე გაგრძელდა.

არეულობა პარლამენტის წინ: თბილისის საავადმყოფოებში დაშავებულების რაოდენობა იზრდება>>

06:00 საათის მდგომარეობით, მრავალსაათიანი დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ გაიყვანა მომიტინგეები რუსთაველის გამზირიდან, მაგრამ სპეცრაზმი პარლამენტის ტერიტორიაზე რჩება.

როგორც საქართველოს პრემიერის მრჩეველმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა, დაშავდა აქციის 30 მონაწილე და 39 პოლიციელი. დაშავებულთა შორის არიან TV Pirveli-ს, Rustavi2-ისა და „პირველი არხის“ ჟურნალისტები.

ყველა ახალი ამბავი
0