პოლიციამ აქცია დაშალა – დასრულდა თუ არა არეულობები?

© REUTERS / IRAKLI GEDENIDZEსპეცრაზმი აქციას შლის
სპეცრაზმი აქციას შლის - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქცია თბილისის ცენტრში დასრულდა, მაგრამ ოპოზიცია ხალხს აქციის გაგრძელებისკენ მოუწოდებს

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. პოლიციამ რუსთაველის გამზირზე აქცია დაშალა, არიან დაკავებულები.

ვითარება აქციაზე, რომელიც პარლამენტთან გუშინ დაახლოებით 19:00 საათზე დაიწყო, რამდენიმე საათის განმავლობაში იძაბებოდა. აქციის მონაწილეებმა სცადეს კორდონის გარღვევა და პარლამენტში შეღწევა.

რუსთაველის გაზმირზე მომიტინგეებმა ბარიკადები აღმართეს>>

მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ზოგიერთი ადამიანი პოლიციის ფარითა და ხელკეტით იყო შეიარაღებული.

საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. აქციის მონაწილეებმა პოლიციას ესროლეს ქვები და ბოთლები. ორივე მხრიდან დაშავდნენ ადამიანები.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძე: „პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში“

დაპირისპირებები პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დილამდე გრძელდებოდა.

06:00 საათის მდგომარეობით, მრავალსაათიანი დაპირისპირების შემდეგ, პოლიციამ გაიყვანა მომიტინგეები რუსთაველის გამზირიდან, მაგრამ სპეცრაზმი პარლამენტის ტერიტორიაზე რჩება.

როგორც საქართველოს პრემიერის მრჩეველმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა, დაშავდა აქციის 30 მონაწილე და 39 პოლიციელი. დაშავებულთა შორის არიან TV Pirveli–ს, Rustavi2–ისა და პირველი არხის ჟურნალისტები.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დაახლოებით ასი ადამიანია დაკავებული.

პოლიცია რუსთაველის გამზირზე კონტროლის აღდგენას ცდილობს>>

ოპოზიცია თავის მომხრეებს მოუწოდებს, რომ საპროტესტო აქცია პარასკევს, 19:00 საათზე განაახლონ.

ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა მას შემდეგ ააგორა, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ამ დილით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია.

ყველა ახალი ამბავი
0