პარლამენტთან გამართულ აქციაზე  სამ დაშავებულს ოპერაცია დასჭირდა

© REUTERS / IRAKLI GEDENIDZEსაპროტესტო აქციის დაშლა
საპროტესტო აქციის დაშლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამივე შემთხვევაში ოპერაცია ქვედა კიდურზე გაკეთდა

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. პარლამენტთან გამართული აქციის დროს დაშავებულ სამ პაციენტს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ოპერაცია უტარდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„სამი პაციენტი გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში და ოპერაციები მიმდინარეობს, დანარჩენები სტაციონარში შემდგომი მკურნალობის მიზნით რჩებიან სტაბილურ მდგომარეობაში. ყველა მათგანს შესაბამისი მომსახურება უტარდება. სხვადასხვა სახის მსუბუქი ზედაპირული ტრავმებია, რამდენიმე ინტოქსიკაცია. ქირურგიული ოპერაცია ფეხის მიდამოს ტრავმებია სამივე შემთხვევაში“, - განაცხადა კლინიკის ადმინისტრაციულმა დირექტორმა, ნინო ქოჩორაშვილმა.

აქცია საქართველოს პარლამენტთან - Sputnik საქართველო
ოპოზიციის მომხრეებმა პარლამენტის შტურმით აღება სცადეს - ვიდეო

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ვითარება რამდენჯერმე სერიოზულად დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა სცადეს კორდონის გარღვევა და პარლამენტში შეღწევა. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ზოგიერთი ადამიანი პოლიციის ფარითა და ხელკეტით იყო შეიარაღებული. რამდენიმე ადამიანი ჭყლეტვაში შეუძლოდ გახდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. შედეგად ათობით ადამიანი დაიჭრა და ინტოქსიკაცია მიიღო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქციის 30 მონაწილე და 39 სამართალდამცველი დაშავდა, თუმცა ეს საბოლოო ციფრი არ არის. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტები და ოპერატორები.

ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა მას შემდეგ ააგორა, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ამ დილით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს >>

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა პარლამენტში დილის მოვლენებს „პროტოკოლის შეცდომა“ უწოდეს. როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, თბილისში ღონისძიების ორგანიზატორებს ქართული საზოგადოების წინაშე განმარტების გაკეთება მოუწევს. მისი თქმით, „დაუშვებელი და არასწორი იყო, საქართველოს პარლამენტში, მით უმეტეს, ამ ფორმით და მით უმეტეს, რუსი დელეგატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება“.

ყველა ახალი ამბავი
0